ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული ნუგზარ ქავთარაშვილი, პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქავთარაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, შოთა გეწაძემ და მირანდა ერემაძემ დააკმაყოფილეს საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საჩივარი და გააუქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 28 ივლისის გადაწყვეტილება.
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების - პანკისის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის და დავით ფირისებიას საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო 16 ნოემბერს დაიწყებს.