• weather cur horoscope
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: ტურიზმი პანკისში

    „ყველაზე კარგი, რაც ამ პანდემიამ დაგვანახა არის, ის, რომ ოჯახური ბიზნესი ფასობს. გადარჩენის შანსი ყველაზე მეტად ამ ბიზნესს აქვს“, – ამბობს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მრჩეველი ნატალია ბახტაძე პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.

    კატეგორია ბიზნესი

    ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი სექტორი იყო საქართველოში. 2019 წელს, რუსული ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, ტურისტული ვიზიტების მხრივ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

    კატეგორია ფოკუსი

    როგორ ჩაიარა წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა თუშეთში, პანკისისა და ილტოს ხეობებში? რა გავლენა იქონია კოვიდ-პანდემიამ საოჯახო სასტუმროების ბიზნესზე? რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს, რაში ხედავენ გამოსავალს და რა მოლოდინები აქვთ მომავალ სეზონთან დაკავშირებით?

    კატეგორია რადიოკაფე

    პანკისის ხეობაში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ, 20 ივნისს, დუისში, მსახიობზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე. მცირე მეწარმეების თქმით, იმის გამო, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციას ადეკვატური რეაგირება არ ჰქონდა, ბოლო დღეებში, ხეობაში პრობლემები უცხოელ ტურისტებსაც შეუქმნეს და რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ახალგაზრდების ჯგუფმა პოლონელი ტურისტები აიძულა, შორტები გაეხადათ და შარვლები ჩაეცვათ. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი ყვება, რომ უცნობი ახალგაზრდები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შორტებით სიარულს გააგრძელებდა. 

    კატეგორია საზოგადოება

    რა გავლენა იქონია პანკისში ტურიზმის განვითარებაზე, ხეობაში, 2019 წლის 21 აპრილს, ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ? რატომ გააუქმეს ტურისტებმა ჯავშანი პანკისის საოჯახო სასტუმროებში? რატომ შეატოვა სახელმწიფომ შეტაკების შემდეგ ჩავარდნის საფრთხის წინაშე მყოფი ტურისტული სეზონი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს? რა მხარდაჭერა სჭირდებათ ადგილობრივებს, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში ერთი ან ორი წლის წინ ჩაერთვნენ და განვითარებისთვის ბანკიდან სესხიც აქვთ აღებული? რა როლი აქვს მედიას პანკისში სიტუაციის შესაცვლელად? რას ფიქრობენ პანკისელი მეწარმეები ხეობაში სტუმრებისთვის ჩაცმულობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ადათ-წესებზე მითითებით?

    კატეგორია მე და სახელმწიფო

    საუბარს პანკისის სტიგმით იწყებს - რაც მახსოვს, ხეობაზე სულ ცუდს ამბობენო. „კი იყო არეულობა, როცა ჩეჩნები შემოვიდნენ, მაგრამ მთავრობაც ხელს უწყობდა იმას, მაშინ რაც ხდებოდა - ხალხის გატაცებები, მკვლელობები, ყაჩაღობები, ქურდობები. ის ლაქა დღემდე შემორჩა პანკისის ხეობას. უცხოელებს კი არა, საქართველოში, სხვაგან რომ მოვხვდები და გაიგებენ ქისტი ვარ პანკისიდან, ისე გიყურებენ, გეგონება კაციჭამია ხარ. მერე, როცა ერთმანეთს გავიცნობთ, ჩვენ, პანკისზე სხვანაირი წარმოდგენა გვქონდაო“.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    როგორ სწავლობენ საბავშვო ბაღებში ონლაინ და რა ეტაპზეა ავტორიზაცია – ინტერვიუ

    სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არდადეგები 20 იანვარს სრულდება, თუმცა ამ დრომდე…

    სახელმწიფოს შეუძლია მოსთხოვოს უნივერსიტეტებს – ჯანაშია პანდემიისას სტუდენტების დახმარებაზე

    რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში,…

    აქცია პანკისში მოთხოვნით - ამნისტია ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებულებზეც გავრცელდეს

    დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა დღეს პანკისში იმ მოთხოვნით, რომ ამნისტია,…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]