19 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წ.) - პანკისის სათემო რადიოს ეთერში წინასაარჩევნო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, სოფელ დუისიდან საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ (მათე) ქავთარაშვილი.
პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ მარგოშვილი 2017-2018 სასწავლო წლის "ახმეტის ეტალონი მოსწავლე" გახდა. პროექტ "ეტალონის" ორგანიზებით ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტაში გაიმართა, სადაც მარიამ მარგოშვილმა 71 ქულა დააგროვა.
რატომ დაიცალა პანკისის ხეობა მე-18 საუკუნეში ქართველი მოსახლეობისგან? როგორ დამკვიდრდნენ ფშავლები პანკისის ტერიტორიაზე? ვინ იყო თათარა ცხვირაშვილი? როდის და ჩეჩნეთის რომელი კუთხეებიდან ჩამოვიდნენ დუი (ცაცხასაშვილი) და ჯოყოლა (დარქიზანაშვილი), რომლებმაც პანკისის ხეობაში სოფლები დუისი და ჯოყოლო დაარსეს? ვინ არიან პანკისში ჯოყოლას პირდაპირი შთამომავლები?
პანკისის ხეობაში სოციალური კაფე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი „მედინა 2015“ დაიხურა. კაფე 2016 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტით გაიხსნა, შშმ პირთა დღის ცენტრი კი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის“ მხარდაჭერით ფუნქციონირებდა.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე სოფლების დუისისა და ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ფოლადის კონსტრუქციის მოსაწყობად 164 819 ლარის დახარჯვა იგეგმება, საიდანაც 156 512 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 8 306 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა. სამუშაოები 2018 წლის 7 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
30 სექტემბერს, პანკისის ხეობაში „პანკისობა 2017“ გაიმართება. სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე 12:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება. დაგეგმილია დოღი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და კონცერტი „ერისიონის“ და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.