პანკისის სათემო რადიო WAY–ს ინფორმაციით, სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი მეუღლეც პანკისელია - 26 წლის ლეილა გაურგაშვილი. სოფელ ომალოში ტოხოსაშვილების ოჯახში, ასევე სოფელ დუისში გაურგაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, ავიარეისები ომალოს მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მგზავრებს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიული კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს. ფრენა დილის 9 საათზეა. მგზავრობა უფასოა.
თუშეთის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება. ამ საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.