პანკსიის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს. როგორც დაზარალებულებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, მტაცებლის თავდასხმის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგლის მოკვლის ნებართვის მიღებას ითხოვენ.
23 თებერვალი ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის დღეა. გადასახლება მაშინდელი ჩეჩნეთ–ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან 1944 წლის 23 თებერვალს დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდა.
პანკისის ხეობაში სოფლების ჯოყოლოს და ბირკიანის საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია 2017 წელს მოხდება. როგორც პანკისის სათემო რადიოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტში ექვსასი ათასი ლარია გათვალისწინებული.
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში 2017 წელს სპორტული დარბაზის მშენებლობა იგეგმება. პანკისის სათემო რადიო WAY–ის ინფორმაციით, პროექტისთვის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების - პანკისის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის და დავით ფირისებიას საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო 16 ნოემბერს დაიწყებს.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელზეც დაახლოებით 286 000 ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა, უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე მსუბუქი ავტომობილით გადასვლაც კი საშიშია. ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ 3 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ მშენებლობის გაჭიანურების გამო დაუსრულებელმა ხიდმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.