როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 60%.
თიანეთი–ახმეტა–ყვარელი-–ნინიგორის (კმ1-კმ30) საავტომობილო გზის სარებილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით დეპარტამენტსა და ბაქოში რეგისტრირებულ კომპანიას - შპს „AGT MENEGMENT MESLEHET TIKINTI XIDMETLERI“-ს შორის ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა. სამუშაოები 20 თვეში უნდა დასრულებულიყო.
საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 18 964 873 ლარია. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.
ახმეტა–თიანეთის გზა ილტოს ხეობის სოფლებზე გადის. როგორც ადგილობრივებმა რადიოსთან განაცხადეს, საავტომობილო გზის არარსებობა ხეობაში ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს და უარყოფითად აისახება ხეობაში დარჩენილი მოსახლეობის ცხოვრებაზე.