• ახმეტის ყოფილმა გამგებელმა ახალ მერს გაფუჭებული „ჯიპი“ დაუტოვა

    პარასკევი, 29 დეკემბერი 2017 15:30 view 5190
    ახმეტის ყოფილმა გამგებელმა ახალ მერს გაფუჭებული „ჯიპი“ დაუტოვა

    ახმეტის ყოფილმა გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მუნიციპალიტეტის ახალ მერს იოსებ ქარუმაშვილს მწყობრიდან გამოსული სამსახურებრივი „ჯიპი“ დაუტოვა. ავტომანქანას, რომელშიც ბიუჯეტიდან 27 700 ლარია გადახდილი, ძრავი აქვს დაზიანებული და ვერ გადაადგილდება.

    ახმეტის ყოფილი გამგებლის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული მაღალი გამავლობის ავტომანქანა „Nissan Pathfainder“ 2016 წლის თებერვალში ჩატარებული ტენდერის საშუალებით 27 700 ლარად იქნა შეძენილი. 

    ბექა ბაიდაური აღნიშნული ავტომანქანით უფლებამოსილების შეწყვეტამდე - 11 ნოემბრამდე სარგებლობდა, 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგა. 

    პანკისის სათემო რადიოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამსახურებრივი ავტომანქანის ძრავი გადახურების შედეგად სრულად არის მწყობრიდან გამოსული, ახალი ძრავის შესაძენად კი 1800 აშშ დოლარი, ანუ დაახლოებით 4700 ლარია საჭირო. ამის გამო, ახმეტის მერი ერთ-ერთი ყოფილი მოადგილის სამსახურებრივი ავტომანქანით სარგებლობს. 

    საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ ახმეტის გამგეობის თანამდებობის პირების ავტომანქანების რემონტზე 2017 წლის აგვისტოში ბიუჯეტიდან 8 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო სექტემბერში გამოცხადებული ტენდერით - კიდევ 10 000 ლარი. თანამდებობის პირების უმრავლესობა სამსახურებრივ ავტომანქანებს სისტემატურად იყენებს პირადი მიზნებისათვის, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე შვებულებაში ყოფნის პერიოდში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]