ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პანკისში მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
ახმეტის ყოფილმა გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მუნიციპალიტეტის ახალ მერს იოსებ ქარუმაშვილს მწყობრიდან გამოსული სამსახურებრივი „ჯიპი“ დაუტოვა. ავტომანქანას, რომელშიც ბიუჯეტიდან 27 700 ლარია გადახდილი, ძრავი აქვს დაზიანებული და ვერ გადაადგილდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა მოადგილეები დანიშნა. მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაულია, მეორე მოადგილედ კი ვანო (ვაჟა) ნასყიდაშვილი დაინიშნა. ახმეტის მერის მესამე მოადგილის შტატი გაუქმდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახმეტის მე-18 სარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა იოსებ ქარუმაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 59.41 % (8 523 ხმა) მიიღო. 29 უბნიდან ყველა უბნის შედეგები დათვლილი და გამოქვეყნებულია.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული.