• ახმეტის მაჟორიტარი პანკისში მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა

    ორშაბათი, 08 იანვარი 2018 23:46 view 3356
    ახმეტის მაჟორიტარი პანკისში მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა

    ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პანკისში მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

    პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც პანკისში დაგემილი პროექტების მიმდინარეობასა და ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებს განიხილავდნენ, საუბარი ხეობაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას შეეხო.

    დეპუტატის განმარტებით, „ეს იყო კონკრეტული დანაშაულის პრევენცია, რომლის გაიგივება ქისტ ხალხთან დაუშვებელია. ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ეროვნება და ტერორიზმი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად დასჯადია. ამ ეტაპზე, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. საქმის დაჩქარებული გამოძიება სახელმწიფოსა და თავად ამ საქმეში ჩართული ყველა უწყების ინტერესებში შედის“.

    მისივე თქმით, ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ერთად, ურთიერთთანამშრომლობით ხეობაში უნდა შექმნან ცხოვრების ისეთი პირობები, რომ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაგრძელდება ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მოგვარდება გზების მოწესრიგებასთან და წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. მომდევნო შეხვედრა პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან გაიმართება.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაკავებულებიდან ოთხს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ტერორიზმის ხელშეწყობა, კერძოდ, ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფისთვის დახმარების გაწევა ედებათ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]