ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, პანკისის ხეობაში, დღეს, 17:00 საათზე, ახალგაზრდებთან კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას გამართავს. სამხარაულმა შეხვედრის ორგანიზება „ქართული ოცნების“ ადგილობრივ კოორდინატორებს დაავალა.
პანკისელებმა ახმეტა-თელავის მაჟორიტართან ორსაათიანი დახურული შეხვედრა ისე დატოვეს, რომ პასუხი თითქმის არცერთ შეკითხვაზე მიუღიათ. გელა სამხარაულმა ჟურნალისტებს დარბაზი საუბრის დაწყებამდე დაატოვებინა და მიზეზად ადგილობრივების მოთხოვნა დაასახელა. მონაწილეთა ნაწილმა დეპუტატს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია. პანკისელი ახალგაზრდები თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესა და ჰესების საკითხზე მაჟორიტართან შეხვედრას 7 თვე ელოდნენ.
ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პანკისში მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.