• ეს არის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ შვილები და ახლობლები - მუსა პანკისელი

    პარასკევი, 12 იანვარი 2018 20:28 view 5457
    ეს არის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ შვილები და ახლობლები - მუსა პანკისელი

    მაჩალიკაშვილის საქმე - ეს არის ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მაჩალიკაშვილის ოჯახმა დასაკარგი უკვე დაკარგა, ფაქტობრივად მაგათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ ჩვენი შვილები და ახლობლები, - განაცხადა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა (მურაზი გოდერძიშვილი) დუისის მეჩეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

    პანკისის სალაფიტური თემის იმამს და წარმომადგენლებს დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე შეხვდნენ.

    „სხვადასხვა საკითხზე ვილაპარაკეთ. კონკრეტულად სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გვაქვს ბევრი კითხვა, დაჭრილი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზეც. ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული ობიექტურად და სწრაფად, დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. ძალიან ბევრი საქმეა ჩვენს ქვეყანაში თაროზე შემოდებული, გამოუძიებელი და ასეთი განცდა არ უნდა დარჩეს ჩვენი ხეობის საზოგადოებაში და მთლიანად საქართველოში. გამოძიების მიმართ ნდობა ეჭვის ქვეშ დგება გამოუძიებელი საქმეების გამოც.

    რაც შეეხება შეხვედრას, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, რომელიც აქამდე ძალიან იშვიათია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. არ მოსულან და არ ყოფილა შეხვედრა აქაურ ახალგაზრდებთან.

    არვიცი იქით როგორ უყურებენ ხეობას, მაგრამ ხეობაში ცხოვრობს უაღრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. ჩვენ ვაანალიზებთ თითოეულ ნაბიჯს, რომელიც იქნება ჩვენი მხრიდან გადადგმული, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი, არ უნდა იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. შევხედავთ როგორ წარიმართება გამოძიება და ამის შემდეგ შემდეგ შევხვდებით, დავილიპარაკებთ როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა მუსა პანკისელმა.

    მეჩეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სულხან სალაძემ და გიორგი გობრონიძემ პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, შუაღამით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში დაკავებისას თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. სუს-ის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და ამიტომ ესროლეს. ოჯახი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახური მასაც ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრთა დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 9 იანვარს, ახმეტაში კიდევ ერთი პირი, პანკისის მკვიდრი ზურაბ იდოიძე დააკავეს. ხუთივე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]