• სალომე ზურაბიშვილმა პანკისის სოფელ ომალოში არჩევნები წააგო

    კვირა, 28 ოქტომბერი 2018 22:17 view 4244
    სალომე ზურაბიშვილმა პანკისის სოფელ ომალოში არჩევნები წააგო

    „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პანკისის ხეობის სოფელ ომალოში არჩევნები წააგო.

    №24 ომალოს საარჩევნო უბანზე ზურაბიშვილს 117 ხმა აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს - 150, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, დავით ქარაძეს - 37, ხოლო „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს - 20.

    პანკისის სათემო რადიოსთვის ასევე ცნობილია №8 ხალაწნის და №26 დუისის საარჩევნო უბნების შედეგები.

    ხალაწანში სალომე ზურაბიშვილს ხმა 88 ამომრჩეველმა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს 80-მა, დავით ბაქრაძეს - 16-მა.

    №26 დუისის საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილს 206 ხმა აქვს, შალვა ნათელაშვილს - 87, გრიგოლ ვაშაძეს - 74, დავით ბაქრაძეს - 44.

    №23 ჯოყოლოს და №5 დუისის საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი დასრულებული არ არის.

    28 ოქტომბერს პანკისის ხეობის სოფლებში სულ ხუთი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც 4 685 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

     

    ამ თემაზე:

    პანკისის 5 საარჩევნო უბნიდან 4 სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]