„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა,არჩევნების მეორე ტურიპანკისის ხეობის ხუთივე საარჩევნო უბანზე მოიგო.
ახმეტის N18 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, იუკურიძეს განცხადების დაწერა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დანიშნულმა კურატორმა ზაალ თათრიშვილმა მოსთხოვა.
წინასწარი მონაცემებით, პანკისის ხეობის ხუთი საარჩევნო უბნიდან ოთხში არჩევნები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი სოფელ დუისის ორივე საარჩევნო უბანზეც, სადაც მმართველი პარტია ყველაზე ნაკლებ ხმებს ელოდა. სოფელ დუისში ცხოვრობდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც სპცეოპერაციის დროს საკუთარ საძინებელში მოკლეს.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პანკისის ხეობის სოფელ ომალოში არჩევნები წააგო.