პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოს მცხოვრებლებმა ჯოყოლო–დუმასტურის ხიდთან მისასვლელი გზა პროტესტის ნიშნად რამდენჯერმე გადაკეტეს. მდინარე ალაზანზე ხიდის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა ხიდამდე მისასვლელ გრუნტის ვიწრო გზაზე, მშრალ და მზიან ამინდებში ტრანსპორტის მოძრაობის გამო ისეთი მტვერია, რომ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში გასვლაც უჭირთ. მოსახლეობა გზის მოასფალტებას ითხოვს.
პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 10-15 მეტრი სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა. ავტომობილში მყოფმა სამმა ადამიანმა წყლიდან გამოსვლა შეძლო, 55 წლამდე მამაკაცი კი დაიხრჩო.
პანკსიის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს. როგორც დაზარალებულებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, მტაცებლის თავდასხმის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგლის მოკვლის ნებართვის მიღებას ითხოვენ.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელზეც დაახლოებით 286 000 ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა, უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე მსუბუქი ავტომობილით გადასვლაც კი საშიშია. ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ 3 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ მშენებლობის გაჭიანურების გამო დაუსრულებელმა ხიდმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.