პანკისის ხეობაში მდებარე სოფელ ქორეთში დაწყებითი სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 15 653 ლარის დახარჯვა იგეგმება.
პანკისის ხეობის ოთხ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 2 330 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ომალოში, ჯოყოლოში, წინუბანსა და მატანში 2018 წლის აპრილში დაიწყება და 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ განახორციელებს.
ახმეტის გამგეობამ ადმინისტრაციული შენობის ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 112 ლარია გამოყოფილი (დღგ-ს გარეშე).
პანკისის ხეობის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუწახტას, წინუბნის, ყვარელწყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, ომალოს, ბირკიანისა და ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 580 ათასი ლარი გამოყო. პრემიერ–მინისტრმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თიანეთი-ახმეტის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.