• საზოგადოება

    პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა, 19 ივნისს, ხეობაში საპროტესტო აქცია გამართავს. აქცია სოფელ დუისის შესასვლელში, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის შენობასთან გაიმართება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო. „სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან“, - განუცხადეს პანკისის სათემო რადიოს შსს-ში.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბირკიანსა და დუისში, დღეს, დილით მომხდარი ინციდენტის გამო შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია უკვე განმუხტულია და სიმშვიდეა. „ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა, რადგან დროულად ჩავერიეთ“ - უთხრა პანკისის სათემო რადიოს სალაფიტური თემის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ფარეულიძემ.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ.

    „ყველა ჩემი მოთხოვნა გავაჟღერე რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი დანაშაული და დასაჯონ დამნაშავეები; აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები, მძინარე შვილი სახლში, საწოლში მომიკლეს. როგორც კი რამადანის თვე ჩაივლის, პანკისში აქციები დაიწყება. სიმართლის გასარკვევად ერთადერთი გზა დაგვრჩა - ქუჩაში დგომა“, - განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]