ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხადორის ხეობაში საქართველოს პანკრატიონის ფედერაციის წევრი, ჭიდაობა გრეპლინგში მსოფლიოს ჩემპიონი, 26 წლის გრიგოლ ტყემალაძე დაიღუპა.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივებმა, ასევე ალვნიდან, ლალისყურიდან, თიანეთიდან და უკანაფშავიდან მიწვეულმა ახალგაზრდებმა. 24-მა მხედარმა 7-კილომეტრიანი დისტანცია დაფარა, გამარჯვებული კი 15 წლის ისლამ მაჩალიკაშვილი გახდა.
ქალაქ ფოთში ვაინახური კულტურის დღეები გაიმართა, რომელსაც „ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა“ უმასპინძლა. კულტურიის დღეების ფარგლებში ქისტმა უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა წაიკითხა ლექცია „ქისტი ხალხის ფენომენი ქართულ სინამდვილეში და ქართულ-ვაინახური ურთიერთობების ათასწლოვანი დინამიკა“, ფოლკლორის ცენტრში კი ქართულ-ვაინახური შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
29 აპრილს, პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართება. ღონისძიება 14:00 საათზე, სოფელ დუისში, მდინარე ალაზნის პირას დაიწყება. შეჯიბრში მონაწილეობა კახეთის მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია.
პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე, ხეობაში მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე, კომპანია „ალაზანი ენერჯისთან“ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან წინასწარი შეთანხმების მიღწევას უარყოფს.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის (ხადორი 3) მშენებლობის საკითხზე ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე, ლაშა იორდანიშვილი ვალდებულებას იღებს, ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე, თითქმის 1 წლით, 80-100 ადგილობრივი ახალგაზრდა დაასაქმოს. უფრო მეტი ვადით, ამდენივე ახალგაზრდის დასაქმებას დაპირდნენ პანკისელ უხუცესებსა და სალაფიტური თემის ლიდერებს „სამწყურისწყალი 2 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებზეც. „სამწყურისწყალი 2 ჰესი“ მეოთხე ჰიდროელექტროსადური იქნება პანკისის ხეობაში.