პანკისის სათემო რადიოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელიც ტრანსგენდერი ქალის ისტორიას ეხება, ხეობაში გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია, რაც სოციალურ ქსელებში დაპირისპირებისა და აგრესიის საფუძველი გახდა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვლის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ე.წ. სვიანას ტერიტორიიდან თუშეთის სოფელ ომალომდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოს მცხოვრებლებმა ჯოყოლო–დუმასტურის ხიდთან მისასვლელი გზა პროტესტის ნიშნად რამდენჯერმე გადაკეტეს. მდინარე ალაზანზე ხიდის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა ხიდამდე მისასვლელ გრუნტის ვიწრო გზაზე, მშრალ და მზიან ამინდებში ტრანსპორტის მოძრაობის გამო ისეთი მტვერია, რომ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში გასვლაც უჭირთ. მოსახლეობა გზის მოასფალტებას ითხოვს.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის, სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროების, ფერმერ ქალთა ასოციაციისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლები.
22 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის იპოდრომზე ტრადიციული საშემოდგომო დოღი მოეწყობა. დოღი ორ დისტანციაზე, 3 ათასიდან და 6 ათას მეტრზე გაიმართება. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ირმის მყვირალობის ტურები ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მონდომებულ ადამიანს შეუძლია არა მარტო მოუსმინოს ირმის მყვირალობას, არამედ „ფოტო ნადირობაც“ მოაწყოს, რადგან ამ პერიოდში თითოეულ ხართან, რამდენიმე ფურიცაა.