სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ.
„ყველა ჩემი მოთხოვნა გავაჟღერე რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი დანაშაული და დასაჯონ დამნაშავეები; აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები, მძინარე შვილი სახლში, საწოლში მომიკლეს. როგორც კი რამადანის თვე ჩაივლის, პანკისში აქციები დაიწყება. სიმართლის გასარკვევად ერთადერთი გზა დაგვრჩა - ქუჩაში დგომა“, - განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს. მისი თქმით, სუს-მა მისი დევნა და თვალთვალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატებს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისევ არ აცნობენ სისხლის სამართლის საქმეში საიდუმლოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში, სამშენებლო ბლოკის საამქროს მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ, ტერიტორიიდან გააძევეს. ადგილობრივების თქმით, ინსპექტორები ბლოკის საამქროს მეპატრონის დაჯარიმებას აპირებდნენ, მდინარე ალაზნიდან ქვიშის უნებართვოდ აღების გამო.
მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო. რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა. ეს პერიოდი მუსლიმთა ცხოვრებაში განსაკუთრებული მარხვით და ლოცვით გამოირჩევა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.