ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ქართული ოცნებიდან“ პანკისის ხეობის სოფელ ხალაწნის მაჟორიტარს, მაგდანა ალხანაშვილს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის შექმნას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა შაქრო ტერტერაშვილმა განაცხადა, ფრაქციები „ქართული ოცნება -კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება - მრეწველები“ საკრებულომ კანონის დარღვევით დაარეგისტრირა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის დეიდაშვილი, თამარ ყეინიშვილი აირჩიეს. საკრებულოს 31 წევრიდან ყეინიშვილს მხარი 21-მა დაუჭირა. იგი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედაც მუშაობდა 2017 წლის მარტიდან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ახმეტის ახალარჩეულ საკრებულოს 31 წევრი ჰყავს, მათგან 16 მაჟორიტარია, 15 კი პროპორციული სისტემით არჩეული.
19 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წ.) - პანკისის სათემო რადიოს ეთერში წინასაარჩევნო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, სოფელ დუისიდან საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ (მათე) ქავთარაშვილი.
ახმეტის საკრებულოში შექმნილი ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეიდან გაუქმებულია. ინფორმაცია ფრაქციის დაშლის შესახებ საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ცნობად მიიღო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი და მისი მოადგილე თამაზ წითელაური თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს. საკრებულოს 10 წევრის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტი ჩავარდა, უმრავლესობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.