„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები ახმეტის სამ სოფელში, კასრისწყალში, ქისტაურსა და ოჟიოში წააგო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახმეტის მე-18 სარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა იოსებ ქარუმაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 59.41 % (8 523 ხმა) მიიღო. 29 უბნიდან ყველა უბნის შედეგები დათვლილი და გამოქვეყნებულია.
ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის 23-ე ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე ორი დარღვევა დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, ერთი საარჩევნო სუბიექტიდან უბანზე ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ მათგანს საარჩევნო უბანი დაატოვებინა.
დღეს საქართველოში საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.
19 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წ.) - პანკისის სათემო რადიოს ეთერში წინასაარჩევნო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, სოფელ დუისიდან საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ (მათე) ქავთარაშვილი.