29 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით აღიარებულია, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, მათ შორის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა.
23 ნოემბრის ჩანაწერი (2016) რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოსთვის; რა ფაქტორები უწყობს ხელს დაეშის იდეოლოგიის მხარდამჭერთა გააქტიურებას საქართველოში; როგორ ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირება და გადინება სირიაში; ამ მიმართულებით რა არის პანკისის ხეობის გამოწვევები; როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ხეობის მიმართ და რა რეკომენდაციებს აძლევს არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას.
22 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – რას ნიშნავს დაკავება და რა შემთხვევაშია იგი დასაშვები, რა შემთხვევებში დაიშვება პირის დაკავება სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე? ვის აქვს დაკავების უფლება? როგორია დაკავების საპროცესო წესი, ვის უნდა ეცნობოს პირის დაკავების თაობაზე? რა შემთხვევაში გათავისუფლდება დაკავებული პირი? შეუძლია თუ არა სავარაუდო დამნაშავის დაკავება კერძო პირს? რას ითვალისწინებს კანონი პირის უკანონოდ დაკავების შემთხვევაში?
რა საფრთხეებს შეიცავს „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოსთვის, როგორ ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირება და გადინება, ამ მიმართულებით რა არის პანკისის ხეობის გამოწვევები, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო დაეშის წინააღმდეგ და როგორია არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები?
15 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის ძირითადი ნორმები უკვე ძალაშია შესული და სავალდებულოა შესასრულებლად.