20 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით აღიარებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში.
13 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს შრომის თავისუფლებას და, შესაბამისად, ადგენს იძულებითი შრომის აკრძალვას (30-ე მუხლი). ყოველი მოქალაქე თვითონ უნდა წყვეტდეს იმუშაოს თუ არა, თავისუფლად აირჩიოს თუ სად, რომელ იურიდიულ სუბიექტთან გააფორმოს კონტრაქტი.შრომის თავისუფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, რომ ნებისმიერ დროს უარი თქვას სამუშაოზე.
ბოლო სამი – ოთხი კვირის განმავლობაში პანკისის ხეობაში საქონლის დაავადება ემკარი გავრცელდა და ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე სული საქონელი დაიხოცა კიდეც. დაავადების გავრცელებამ კიდევ უფრო გაზარდა პროდუქტის უსაფრთხოების რისკები.
შეწყალება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია სისხლის სამართალში - იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ხამურაბის ეპოქის ბაბილონში, ძველი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნეში.
2 დეკემბრის ჩანაწერი (2016) გადაცემის თემაა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია. ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ცოტა ხნის წინ გამოვლინდა საქართველოში, კერძოდ კი ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ.
6 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – თანამედროვე მსოფლიოში საკუთრების უფლება საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებად. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამასთან, იმავე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.