პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჩავარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პანკისი-თუშეთის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღება, რთული რელიეფიდან გამომდინარე და გეოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.
პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში, 2005 წელს, აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების 32 ოჯახიდან ახლა 10 ოჯახიღაა დარჩენილი. მათი ნაწილიც აჭარაში დაბრუნებას ფიქრობს.
პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ერთ-ერთ მთავარ საკითხად დასახელდა მთის სათემო ორგანიზაციების პირველივე ფორუმზე, რომელიც თელავში გაიმართა.
პანკისის ხეობაში, დუისის და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრებმა 2019 წლის იანვრიდან, დაფინანსების არქონის გამო მუშაობა შეწყვიტეს. ამ ცენტრების აქტივობებში ხეობის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 300-მდე ბავშვი იყო ჩართული.
23 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სამოქალაქო კოდექსი, მშობლებისა და შვილების გარდა, სხვა ნათესავების ურთიერთრჩენის ვალდებულებებსაც ითვალისწინებს.
16 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მორალური და სამართლებრივი მოვალეობაა. მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები (18 წლამდე), ასევე შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ეს მოვალეობა თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას.
12 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, შუაღამით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში, დაკავებისას თავში სასიკვდილოდ დაჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა.
9 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში.