• მე და სახელმწიფო - პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა პანკისში

    ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 21:02 view 4595
    მე და სახელმწიფო - პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა პანკისში

    პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ერთ-ერთ მთავარ საკითხად დასახელდა მთის სათემო ორგანიზაციების პირველივე ფორუმზე, რომელიც თელავში გაიმართა.

    პანკისთან ყველაზე ახლოს ქვემო ალვნის პროფესიული სასწავლებელია. იმის გამო, რომ ხეობის სოფლებიდან ალვნამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგულარულად, ზოგჯერ კი საერთოდ არ მოძრაობს, ახალგაზრდები კოლეჯში სწავლას ვერ ახერხებენ.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიზიარა სათემო ორგანიზაციების რეკომენდაცია და ახმეტის 2019 წლის ბიუჯეტში, პანკისიდან ალვანში სტუდენტების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დაფინანსება გამოიყო.

    როდის მიიღებს ქვემო ალვნის კოლეჯი პანკისელი სტუდენტების პირველ ნაკადს? რა პროფესიების დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ მსურველებს? რატომ არის პროფესიული განათლება მნიშვნელოვანი?


    სტუდიაში გადაცემის სტუმარია:

    ნუგზარ ძამუკაშვილი – პროფესიული კოლეჯ "აისის" ქვემო ალვნის განყოფილების მენეჯერი;

    გადაცემას უძღვება – გელა მთივლიშვილი.


    სიუჟეტში მონაწილეობენ:

    ხასო ხანგოშვილი - პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი;

    ჯამილია მაკალოვა - დუისში მცხოვრები ახალგაზრდა;

    ლარისა მარგოშვილი - დუისში მცხოვრები ახალგაზრდა;

    ვაჟა ნასყიდაშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]