ბოლო წლებში ტურიზმი პანკისის ხეობაში მრავალი ოჯახისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა, თუმცა, ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შემდეგ არაერთი საოჯახო სასტუმრო დაიხურა და მათ მუშაობის განახლება ამ დრომდე ვერ შეძლეს. „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნაზი დაქიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან ორჯერ მიღებული 300-300-ლარიანი დახმარება იმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ასეთი სასტუმროების მფლობელებს საკუთარი ბიზნესი კოვიდ-რეგულაციებთან შესაბამისობაში მოეყვანათ.
რა მდგომარეობაშია ტურიზმის და სარესტორნო სექტორი თითქმის ერთწლიანი კოვიდ-შეზღუდვების შედეგად? როგორ აფასებენ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები მთავრობის და ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებებს? აქვს თუ არა რაიმე ეფექტი რეგულარული ფრენების აღდგენას რიგი აკრძალვების შენარჩუნების პირობებში?
„ყველაზე კარგი, რაც ამ პანდემიამ დაგვანახა არის, ის, რომ ოჯახური ბიზნესი ფასობს. გადარჩენის შანსი ყველაზე მეტად ამ ბიზნესს აქვს“, – ამბობს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მრჩეველი ნატალია ბახტაძე პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.
ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი სექტორი იყო საქართველოში. 2019 წელს, რუსული ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, ტურისტული ვიზიტების მხრივ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
როგორ ჩაიარა წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა თუშეთში, პანკისისა და ილტოს ხეობებში? რა გავლენა იქონია კოვიდ-პანდემიამ საოჯახო სასტუმროების ბიზნესზე? რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს, რაში ხედავენ გამოსავალს და რა მოლოდინები აქვთ მომავალ სეზონთან დაკავშირებით?
პანკისის ხეობაში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ, 20 ივნისს, დუისში, მსახიობზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე. მცირე მეწარმეების თქმით, იმის გამო, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციას ადეკვატური რეაგირება არ ჰქონდა, ბოლო დღეებში, ხეობაში პრობლემები უცხოელ ტურისტებსაც შეუქმნეს და რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ახალგაზრდების ჯგუფმა პოლონელი ტურისტები აიძულა, შორტები გაეხადათ და შარვლები ჩაეცვათ. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი ყვება, რომ უცნობი ახალგაზრდები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შორტებით სიარულს გააგრძელებდა.
რა გავლენა იქონია პანკისში ტურიზმის განვითარებაზე, ხეობაში, 2019 წლის 21 აპრილს, ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ? რატომ გააუქმეს ტურისტებმა ჯავშანი პანკისის საოჯახო სასტუმროებში? რატომ შეატოვა სახელმწიფომ შეტაკების შემდეგ ჩავარდნის საფრთხის წინაშე მყოფი ტურისტული სეზონი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს? რა მხარდაჭერა სჭირდებათ ადგილობრივებს, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში ერთი ან ორი წლის წინ ჩაერთვნენ და განვითარებისთვის ბანკიდან სესხიც აქვთ აღებული? რა როლი აქვს მედიას პანკისში სიტუაციის შესაცვლელად? რას ფიქრობენ პანკისელი მეწარმეები ხეობაში სტუმრებისთვის ჩაცმულობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ადათ-წესებზე მითითებით?
საუბარს პანკისის სტიგმით იწყებს - რაც მახსოვს, ხეობაზე სულ ცუდს ამბობენო. „კი იყო არეულობა, როცა ჩეჩნები შემოვიდნენ, მაგრამ მთავრობაც ხელს უწყობდა იმას, მაშინ რაც ხდებოდა - ხალხის გატაცებები, მკვლელობები, ყაჩაღობები, ქურდობები. ის ლაქა დღემდე შემორჩა პანკისის ხეობას. უცხოელებს კი არა, საქართველოში, სხვაგან რომ მოვხვდები და გაიგებენ ქისტი ვარ პანკისიდან, ისე გიყურებენ, გეგონება კაციჭამია ხარ. მერე, როცა ერთმანეთს გავიცნობთ, ჩვენ, პანკისზე სხვანაირი წარმოდგენა გვქონდაო“.