ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ახმეტის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა ხმების 73.83% (17 089 ხმა) მიიღო.
26 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემაში ვსაუბრობთ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურსა და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება და საქართველოს მასშტაბით 50 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მეორე ტური იქნება ახმეტაშიც, სადაც პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტის მოპოვება.
ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის ყველა უბნის შედეგი დათვლილია. როგორც პანკისის სათემო რადიო WAY–ს საოლქო – საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გელა სამხარაულს ხმების 46 % აქვს (11762 ხმა), „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა კი 32.27 % (8200 ხმა) მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახმეტა-თელავის 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 18 უბნის შედეგები. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გელა სამხარაულს ხმების 47,61 % (4441 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს შაქრო ტერტერაშვილს 34,02 % (3173 ხმა).
GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა - 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 32,74%. ეგზიტპოლის მიხედვით, 5%-იან ბარიერს ასევე ლახავს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც 5,76% აქვს.
15:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 34,79% (1 222 634 ამომრჩეველი) შეადგინა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.