პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოს მცხოვრებლებმა ჯოყოლო–დუმასტურის ხიდთან მისასვლელი გზა პროტესტის ნიშნად რამდენჯერმე გადაკეტეს. მდინარე ალაზანზე ხიდის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა ხიდამდე მისასვლელ გრუნტის ვიწრო გზაზე, მშრალ და მზიან ამინდებში ტრანსპორტის მოძრაობის გამო ისეთი მტვერია, რომ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში გასვლაც უჭირთ. მოსახლეობა გზის მოასფალტებას ითხოვს.
პანკისის ხეობის სოფლებში - ჯოყოლოსა და ბირკიანში საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების მოასფალტების, ასევე ჯოყოლო-დუმასტურის ხიდთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 262 471 ლარი გამოიყო.
პანკისის ხეობაში სოფლების ჯოყოლოს და ბირკიანის საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია 2017 წელს მოხდება. როგორც პანკისის სათემო რადიოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტში ექვსასი ათასი ლარია გათვალისწინებული.
პანკისის ხეობაში, სოფლების დუისის და ჯოყოლოს გზაზე ოთხ კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.