ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების დუისისა და ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ადგილობრივები ხიდის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან მდინარე ალაზანზე საკუთარი ძალებით გადებული საცალფეხო ხის ხიდი სახიფათო იყო და ადიდებულ წყალს ხშირად მიჰქონდა. ქისტი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ხიდიდან გადავარდნის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ.
ჩეჩნეთში, ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის „ახმატ თაუერის“ და ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო-გასართობი ცენტრის „გროზნი მოლის“ მშენებლობა დაიწყო. შენობები და რეკრეაციული ზონა „კაუსარი“ ჩეჩნეთის დედაქალაქში 19 ჰექტარზე განთავსდება.
ახმეტის რაიონში, ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში 118 მეტრი სიმაღლის და დაახლოებით 200 ჰექტარი ფართობის წყალსაცავი აშენდება. მშენებლობის წინა საპროექტო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი უკვე გამოყოფილია, რომელზეც ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხდდება.
თუშეთის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება. ამ საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.