• ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში გაუმართავი ელექტროგადამცემი ხაზების, ბოძებისა და ტრანსფორმატორების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. როგორც მინისტრმა დღეს, სოფელ საკობიანოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სამუშაოები დაჩქარებული წესით, ორ კვირაში დაიწყება.

    კატეგორია საზოგადოება
    სამშაბათი, 28 მარტი 2017 22:02

    საინფორმაციო გამოშვება 28.03.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    პანკისის ხეობის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუწახტას, წინუბნის, ყვარელწყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, ომალოს, ბირკიანისა და ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 580 ათასი ლარი გამოყო. პრემიერ–მინისტრმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

    კატეგორია საზოგადოება

    მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც. რეპორტიორებს საღამოს გადაცემებზე მუშაობა მობილურის, მთვარის ან სანთლის შუქზე უწევთ.

    კატეგორია საზოგადოება

    მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს, რომლებიც თვეში 100 კილოვატ საათ ან უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, საფასურის 50 % სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აუნაზღაურდეთ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეს შეღავათი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა სოფელ დუისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ იანვარში ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ვერ ისარგებლეს.

    კატეგორია საზოგადოება
    ოთხშაბათი, 08 თებერვალი 2017 12:24

    საინფორმაციო გამოშვება 07.02.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]