ახმეტაში 500-მდე ადამიანმა პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ პირთა დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ, რომლებმაც სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს. მიმართვას ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც შეუერთდნენ.
დღეს, 28 აპრილს, 13:00 საათზე, ახმეტაში ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მშენებარე ეკლესიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით.
10 აპრილიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია დაიწყება და 29 აპრილამდე გაგრძელდება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ, არ ფლობენ ახალ მოწმობებს და მას პირველად იღებენ.
დღეს, 13:00 საათზე, პანკისში, დუისის კულტურის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კომპანია „ჯეოსელის“ ანძის დემონტაჟის მოთხოვნით, ახმეტა – პანკისის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, „ჯეოსელმა“ ანძა დასახლებულ პუნქტთან და საბავშვო ბაღთან ახლოს დადგა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საშიშია.