თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ხეობის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ეს ხეობაში ამ ინფექციით გარდაცვალების პირველი, ხოლო კახეთში მე-17 შემთხვევაა.
პანკისის სათემო რადიოს ორ თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თავს კარგად გრძნობენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, სადაც 146 მოსწავლე სწავლობს, გაკვეთილები სხვადასხვა დროს იწყება და სრულდება. კოვიდ-19-მა შეცვალა ამ სკოლის არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ ზეგავლენა იქონია განათლების ხარისხსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობებზე.
კოვიდ-პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დღის სინათლეზე გამოიტანა ქალების სოციალური, კულტურული და სისტემური უთანასწორობის მნიშვნელოვანი ასპექტები.
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.