საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ, პანკისის სათემო რადიო WAY-ს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა. საბჭო ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ოთხმოცზე მეტ ორგანიზაციას და დიასპორას აერთიანებს როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან.
პანკისის სათემო რადიო აცხადებს ვაკანსიას წამყვანი/რეპორტიორის პოზიციაზე. ოფისი მდებარეობს სოფელ დუისში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
5 აპრილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეთერ ფანგანმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია: პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონიდან“ 2017 წლის 1-3 თებერვალს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.
„დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები პანკისის ხეობაში“ – ამ თემაზე გაიმართა დღეს დისკუსია პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში. შეხვედრაზე ბოლო პერიოდში პანკისში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. დისკუსია მედიისთვის დახურული იყო.
ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და მუქარებთან დაკავშირებით, 10 იანვარს, პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გაიმართება დისკუსია თემაზე – პანკისის ხეობაში დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები.
პანკისის ხეობაში სათემო რადიომ დაიწყო მაუწყებლობა სიხშირეზე FM 101.1. რადიო WAY–ის სიგნალი პანკისის ხეობის თორმეტივე სოფელში, ბაწარას და ხადორის ხეობის ტერიტორიაზეც ვრცელდება. რადიოს მოსმენა პირველად გახდა შესაძლებელი თუშეთის სოფელ ტბათანასკენ დაბინავებული მწყემსებისთვის და ასობით ტურისტისთვის, რომელიც პანკისიდან თუშეთსა და ხევსურეთში გადადის.
რადიოში ამჯერად მხოლოდ მუსიკა ისმის, თუმცა სექტემბრიდან ეთერში საინფორმაციო და საავტორო გადაცემებიც გავა.