22 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი „პანკისობა 2018“, რომელიც გასართობ ღონისძიებებსაც მოიცავს, შესაძლოა, ჩაიშალოს. როგორც სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, ის, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რომ ღონისძიება არ ჩატარდეს.
პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო შეიქმნა, რომელსაც 78 წლის სალმან გაურგაშვილი უხელმძღვანელებს. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, საბჭოს დამფუძნებელი შეკრება სოფელ დუისში, ძველი მეჩეთის ეზოში გუშინ, 7 სექტემბერს გაიმართა.
პანკისის სათემო რადიო WAY აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, 3 სექტემბერს, ორშაბათს, პანკისის ხეობაში გამართავს დისკუსიას თემაზე - ანტიდასავლური პროპაგანდა, რუსული გავლენა და ახალგაზრდების დამოკიდებულება საგარეო საკითხებისადმი.
„მუსიკა ერთ-ერთი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. ჩემი სიცოცხლე მუსიკაზეა დამოკიდებული. ჩემთვის ეს ბედნიერებაა, მუსიკით ვცოცხლობთ. დღეს ისეთი სიტუაციაა პანკისში, ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ, ჩვენ ისე გვაქვს მუსიკა გამჯდარი, ვინც რაც არ უნდა თქვას, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიმღერებთ“, - რაისა და ტაისა ანსამბლ „ლაამან აზნაშის“ (მთის ჰანგები) წევრები არიან. მსოფლიოს 19 ქვეყანა აქვთ შემოვლილი. გასულ წელს, სპეციალური მიწვევით ავსტრალიაშიც იმყოფებოდნენ.
ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, პანკისის ხეობაში, დღეს, 17:00 საათზე, ახალგაზრდებთან კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას გამართავს. სამხარაულმა შეხვედრის ორგანიზება „ქართული ოცნების“ ადგილობრივ კოორდინატორებს დაავალა.
„შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შევარდნაძე სულ იძახდა, პანკისის ხეობაში ტერორისტები არ არიანო. მართალს ამბობდა. სააკაშვილიც აცხადებდა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები არ არიან. ეს ხელისუფლება პირიქით ამბობს, რომ ხეობაში ტერორისტები არიან. რას მივაწერო ეს?“- აღნიშნა პანკისის ხეობაში სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.