• პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს. როგორც დაჭრილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ოთხი დღის წინ, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე ერთ-ერთმა კლინიკამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის მიღებაზე თანხმობა განუცხადა, თუმცა დაჭრილის ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა.

    „უხუცესებზე მიდის გარკვეული ზეწოლა. ეს ხდება საინფორმაციო წყაროებიდან დაწყებული, ყველა წყაროთი დამთავრებული. ამ ადამიანებს ჯვარედინი დაკითხვების ქვეშ აქცევენ, რომ რამე წამოაცდევინონ. ნუ გვგონია რომ მარტივად არის სიტუაცია. სიტუაცია რთულია და ამ ხალხმა დაინახა, რომ სირთულესთან ერთობლივად დგომაა საჭირო. აქ საუბარია ახალგაზრდების მოტაცებაზე ტერორისტებისგან, ასე ვითარდება ტერორიზმი“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.

    „რა ვიდეომასალებიც იქნა ნაჩვენები, იკვეთებოდა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად გააჩნდათ ტერორისტული ზრახვები და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ კავშირში ჩატაევის ჯგუფთან, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა საქართველოში“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა პანკისში გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირი“ ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ. უხუცესთა კავშირის განცხადებას პანკისის სათემო რადიო უცვლელად გთავაზობთ:

    პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა პანკისის უხეუცესთა საბჭოს წევრების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს იოსებ გოგაშვილსა და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის შორის 29 დეკემბერს გამართულ შეხვედრას.

    პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში 29 დეკემბერს შედგა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]