• „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი დღეს პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოსა და დუისში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ესაუბრა.

    ახმეტის ყოფილმა გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მუნიციპალიტეტის ახალ მერს იოსებ ქარუმაშვილს მწყობრიდან გამოსული სამსახურებრივი „ჯიპი“ დაუტოვა. ავტომანქანას, რომელშიც ბიუჯეტიდან 27 700 ლარია გადახდილი, ძრავი აქვს დაზიანებული და ვერ გადაადგილდება.

    პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს, რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოფანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადაყავთ. როგორც პანკისის სათემო რადიოს საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, პაციენტს ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოში მოათავსებენ, სადაც ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ იქნება.

    1000-მდე ადამიანი შეიკრიბა დღეს პანკისში. აქციის მონაწილეებმა 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გააპროტესტეს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც დაკავებისას სპეცრაზმმა თავში დაჭრა, რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

    "ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სახელმწიფო კანონების აღსრულებას. ამას ყოველთვის ვამბობთ კიდეც. ეს რაც მოხდა, იყო ბოლო წლებში წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების შემდეგ, უარყოფითი ქმედება ჩვენი ხეობისთვის. მოსახლეობის პროტესტზე ხალხის სიმრავლეც მიუთითებს", - განუცხადა ჟურნალისტებს პანკისის სალაფიტური იმამის პრესცენტრის წარმომადგენელმა მურაზი გოდერძიშვილმა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]