რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესაქონლეობის კოოპერატივებს გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.
საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე, თომას მორისი პანკისის ხეობაში იმყოფეობდა, სადაც ადგილობრივებს მცირე გრანტების პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თომას მორისის განცხადებით, პროექტი ადგილობრივ მეწარმეებს სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება.
პანკისის ხეობაში მცხოვრები მეწარმეების მხადაჭერის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda აცხადებს საგრანტო კონკურსს.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალი კონკურსი აპრილში გამოცხადდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესიდეის განსახორციელებლად მოიპოვონ თანადაფინანსება: ერთმა მეწარმე სუბიექტმა არაუმეტეს 5 000 ლარი, ორმა 10 000 ლარი, სამმა მეწარმემ კი არაუმეტეს 15 000 ლარი.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება თბილისში ჩაუსვლელად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) 3 აპრილამდე შეუძლიათ.
2017 წლის 15 იანვრიდან კომერციულ ბანკებს საქართველოს მოქალაქეებისთვის 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტით გაცემა აეკრძალათ.