76 წლის ასაკში ქისტი პოეტი და პანკისის უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სულეიმან გუმაშვილი გარდაიცვალა.
მუხმად მუთოშვილი 24 წლის არის, საცხენოსნო გამყოლია პანკისიდან. ტურისტებს ის ტურებს სთავაზობდა პანკისის და ხადორის ხეობებში, პანკისიდან თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში. ტურიზმი ხეობაში ახალგაზრდების დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო. პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გიდები უმუშევარი დატოვა.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობისთვის პოლიცია ამავე სოფელში მცხოვრებ 45 წლის სიმონ მარგოშვილს ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოკლულს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.
ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მკვლელობა მოხდა. ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე იბრაჰიმ ქავთარაშვილი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია.
თამარ გოზალიშვილი რამდენიმე თვის წინ უმუშევარი დარჩა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო სოფელ საკობიანოდან სამსახურში, ახმეტაში ვერ იარა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, სოციალურ ქსელში იმდენი ადამიანის გაჭირვებაზე წაიკითხა, რომ ბოლოს მათი დახმარება გადაწყვიტა. „ფეისბუქში“ გვერდი გახსნა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის დახმარების შეგროვება დაიწყო.
ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში, იძულებასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულები – ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.
ომალო-ბირკიანი-ჯოყოლო-დუისი-ომალოს 12 კილომეტრიანი გზის ფეხით გავლა რიზვან გორგიშვილს თითქმის ყოველდღე უწევს, რათა პანკისის სათემო რადიოს ოფისში დროულად მივიდეს და საინფორმაციო გამოშვებები მოამზადოს.
მეორეკლასელი თამარ თორღვაშვილი დედისფერულში (კაკლიანი) მცხოვრები ერთადერთი ბავშვია. ახმეტის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში სულ 12 კომლიღა ცხოვრობს. პატარა ბავშვებიანი ოჯახები სხვაგან გადასახლდნენ, სადაც სამსახურის შოვნის შანსი და შვილებისთვის განათლების მიცემის მეტი შესაძლებლობა აქვთ.
ბოლო თვეებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასს აჭარბებს. 14 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულია 29 727 ადამიანი. 10 ათასამდე ინფიცირებული საავადმყოფოებსა და კოვიდ-კლინიკებში არის მოთავსებული, დაახლოებით 19 700 ადამიანი კი სამკურნალოდ სახლშია დატოვებული. რა უნდა გაითვალისწინონ ინფიცირებულებმა სახლში მკურნალობის დროს – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
პანკისის ხეობაში, ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი სულ 72 შემთხვევა დადასტურდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.