პუერტო-რიკოელი რეპერის, რენე პერეს ჯოგლარის, მეტსახელად „რეზიდენტეს“ (Residente) ალბომში, რომელმაც გრემის უკანასკნელ დაჯილდოებაზე ჯილდო მოიპოვა, ქისტურ-ლათინური სინგლიცაა შესული. სინგლში სახელწოდებით „ომი“, ქისტურ-ჩეჩნური საგალობელი (ნაზმი) ისმის, რომელსაც პანკისის ფოლკლორული ანსამბლი „აზნაშ ლამანი“ ასრულებს.
ქისტი განმანათლებლისა და სასულიერო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავს, 30-31 იანვარს თბილისში ღონისძიებებით აღნიშნავენ. 30 იანვარს მწერალთა სახლში მისი ხსოვნის საღამო გაიმართება. 31 იანვარს კი მოსწავლეთა სასახლეში დაგეგმილია კონფერენცია თემაზე მათე ალბუთაშვილის შემოქმედება.
გამოფენა, რომელიც პანკისისა და ზემო აჭარის ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, 10 ნოემბერს გაიხსნება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული ეთნიკური ჯგუფის კულტურა და თვითმყოფადობა დაცული იყოს და მაქსიმალურად წარმოჩინდეს“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორში განაცხადა, სადაც ვაინახური კულტურის კვირეულის გახსნას დაესწრო.
ვაინახური კულტურის დღეები 6 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენით გაიხსნება.
სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ 30 სექტემბერს სოფელ დუისში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.