პანკისის ხეობაში, ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი სულ 72 შემთხვევა დადასტურდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 18:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა - 28.89%-ია, მაშინ როცა 31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, დღის იმავე მონაკვეთში, ამომრჩეველთა აქტივობა 46.15%-ს აღწევდა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 20.9% იყო. 31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, დღის იმავე მონაკვეთში, ამომრჩეველთა აქტივობა 22.69%-ს აღწევდა.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ხეობის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ეს ხეობაში ამ ინფექციით გარდაცვალების პირველი, ხოლო კახეთში მე-17 შემთხვევაა.
17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნების პროცესს არ აკვირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI), რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციას კი შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლები ჰყავს.
მეათე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. დილის 8 საათიდან კენჭისყრისთვის 154 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან 5 – პანკისის ხეობაში.