• ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე პანკისის მცხოვრებლებს შეხვდა

    პარასკევი, 12 იანვარი 2018 21:09 view 5006
    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე პანკისის მცხოვრებლებს შეხვდა

    მაჩალიკაშვილის საქმე თავისი მნიშვნელობით სცილდება რომელიმე ყოფით შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნათელი და მკაფიო პოზიციები მათ შორის მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ პანკისში, დუისის მეჩეთში სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    „ჩვენ არ ვიცნობთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და შესაბამისად, დეტალებზე საუბარი რთულია. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა - ის პროცესი, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, ვგულისხმობ დაჭრის შედეგად ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას, ამ საქმეზე ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში, ძალიან სწრაფად უნდა წარმართოს ობიექტური გამოძიება და საზოგადოებას უნდა უთხრას სიმართლე. ეს გამოძიება უნდა წარიმართოს ისე, რომ დასკვნები, რასაც გამოძიება გამოიტანს, არ იწვევდეს ღიმილს საზოგადოებაში და არ უნდა იყოს არაკვალიფიციურად მომზადებული.

    მაჩალიკაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი პირველ რიგში იმას, რომ პროპორციული იყო თუ არა იმ ძალის გამოყენება, რომელიც მოხდა. ასევე, რამდენად დროულად მოხდა დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. არ არის საქმე მხოლოდ ის, როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან, რომ გამოძიება დაადგენს. ძალიან ბევრი შემთხვევა გვინახავს საქართველოში, არამარტო ის, რომელიც ამ ხეობას უკავშირდება, როცა მუდმივად გვესმის ხელისუფლების მხრიდან, რომ გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში დარჩენილა კითხვები ისევ ისე, როგორც გამოძიების დაწყებამდე ყოფილა“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.

    რაც შეეხება პანკისში გამართულ შეხვედრას, სალაძის თქმით, ადამიანები მხოლოდ დედაქალაქიდან არ უნდა საუბრობდნენ პრობლემებთან დაკავშირებით. „აუცილებელია, რომ ჩვენ ადამიანებს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვესაუბროთ ადგილზე, ერთად ვიფიქროთ შესაძლო გამოსავალ გზებზე, რომ იგივე თუნდაც ამ ტიპის პროცესებს შემდგომში სხვა ტიპის სირთულეები არ მოჰყვეს. მოხარული ვიქნები თუკი ხელისუფლება ამ ადამიანებთან ისაუბრებს პირდაპირ, ოღონდ აქ საუბარია იმ ფორმით ურთიერთობაზე, რომელიც გაზრდის ნდობას და არ იქნება სიტუაციის გართულებისკენ მიმართული“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, შუაღამით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში დაკავებისას თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახური მასაც ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრთა დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 9 იანვარს, ახმეტაში კიდევ ერთი პირი, პანკისის მკვიდრი ზურაბ იდოიძე დააკავეს. ხუთივე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]