თებერვალში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციიდან 77, საქართველოს ოკუპაციიდან კი 100 წელი გავიდა. როგორ მოხდა ვაინახების მასობრივი გადასახლება შუა აზიაში? შეეხო თუ არა ეს პროცესი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს? როგორ ვლინდება 70-იანი წლიანი რეჟიმის მემკვიდრეობა დღეს და რატომ გახდა აქტუალური ლოზუნგი „არასდროს დავბრუნდებით უკან, საბჭოთა კავშირში“?
საბჭოთა რეჟიმის მიერ ასიათასობით ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაცია და თითქმის მათი ნახევრის დაღუპვის ტრაგიკული ისტორია გაიხსენეს დუისში, ხსოვნის საღამოზე, რომელიც კოვიდ პანდემიის რეგულაციების გამო მოკრძალებულად ჩატარდა.
დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა დღეს პანკისში იმ მოთხოვნით, რომ ამნისტია, რომლის მიღებასაც მეათე მოწვევის პარლამენტი გეგმავს, ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებულ პირებზეც გავრცელდეს. საუბარია რამაზ მარგოშვილზე, რუსლან ალდამოვზე, ზურაბ გორნაკაშვილსა და ზურაბ იდოიძეზე, რომლებსაც სასამართლოს მიერ 10-დან 13 წლამდე ვადით პატიმრობა აქვთ მისჯილი საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებული ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებისთვის.
ქისტური სამართლის მიხედვით ადამიანის მკვლელობა მძიმე დანაშაულია. „მეერის“, შურისძიების ობიექტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: თუ მკვლელი დაკავებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ და სასჯელს იხდის ციხეში, ის იკავებს „მეერის“ ადგილს და თუ ის ციხეში გარდაიცვალა, მისი შეცვლა უახლოესი ნათესავით (ძმა, მამა, ბიძა, ბიძაშვილი) იკრძალება, რადგან შურისძიება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ მკვლელზე. დაუშვებელია მკვლელის ნათესავებზე შურისძიება.
„ამან პანკისში ძალიან ბევრი პრობლემა უკან მოიტოვა, იმდენად ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. კანაფსაც აღარ ეხება საქმე, რომლის მოხმარებაც ძალიან გაზრდილია, 11-12 წლის ბავშვები უკვე მარიხუანას ეწევიან. წარმოიდგინეთ რა სიტუაცია გვაქვს. ახალგაზრდა ბიჭები „კრაკადილზე“ გადავიდნენ, ამას აღარაფერი შველის. ბევრმა ადამიანმა იცის ადგილები, სადაც ესენი იკრიბებიან, „კრაკადილს“ ამზადებენ, ნემსს იკეთებენ, მაგრამ პოლიციიდან არავინ იქ წამსვლელი, არავინ დაჯარიმებულიც კი მე არ გამიგია“, - „კრაკადილი“ რომელზეც პანკისის ხეობაში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი საუბრობს, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკია.
„ახალგაზრდა აქტივისტები, ვისთან ერთადაც შეიძლებოდა ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გვეხმაურა, სულ 2-3 დავრჩით, დანარჩენებმა ხეობა დატოვეს და საქართველოდან წავიდნენ“, - ლუიზა მუთოშვილი, 30 წლის, პანკისის მკვიდრი.
პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელება შეაჩერა. უხუცესი ამას პანკისში, 21 აპრილს, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ შეტაკებას უკავშირებს.
პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ხადორობა 2019“ აღინიშნა. ღონისძიებაზე ეთნიკური ქისტები არ მიუწვევიათ, მერის წარმომადგენლებისა და რამდენიმე პარტიული აქტივისტის გარდა.
„ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში აქციის გამართვის შესახებ მე საქმის კურსში არ ვიყავი. პარასკევს, მეჩეთში, ლოცვის დროს, ერთ-ერთმა პირმა თქვა, ბირკიანში შეკრებააო. უხუცესთა კავშირი როცა რაიმე აქციას უერთდება, წევრები საკითხს ვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამის დრო კი ფაქტობრივად აღარ იყო“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა.