საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისში ვაინახური და ქართული ფოლკლორის ფესტივალს გამართავს. ფესტივალი წელს უკვე მეორედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქისტი, ხევსური, ფშაველი, მთიული, მოხევე და თუში მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ.
ახმეტის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტს. სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი მაყვალა ცისკარიშვილი, რომელიც სალოცავს აშენებდა, პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში მას ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ. მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლები დაანგრიეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა.
ბატონო პრემიერო (გიორგი), ჩვენებური კაცი ხართ, ქიზიყელი და დიდი გამარჯობა! მეც აქაური რიგითი ახალგაზრდა ვარ. თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, თქვენს სოფელში ოქროს გზებისა და სასახლეების აშენებით ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაამებლობას ვერ დაგიწყებთ და მხოლოდ ქიზიყურად, სიმართლეს მოგწერთ.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივებს, ღირებულების 30%-ად, გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა (არაუმეტეს 100 ცალი), 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური, თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის ავზები, ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში დასაქმებული 10 990 სპორტის მასწავლებლიდან შესაბამისი პროფესიული განათლება მხოლოდ 1 889 მასწავლებელს, ანუ 18 %-ს აქვს მიღებული. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია მითითებული, რომელიც ოფიციალურად 14 აპრილს გამოქვეყნდა.