• weather cur airplane
    ახალი ამბები

    შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა  იმ მომენტიდან დაიწყება, როდესაც მას დააკავებენ.

    27 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, რეინჯერთა სახლის ეზოში ჯგუფი „ბანი“ კონცერტს გამართავს. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

    დღეს, 26 სექტემბერს, 14: 00 საათზე პანკისის ხეობის სოფელ დუისის კლუბში ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრი „აფხაზეთი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ სპექტაკლს - „წელიწადის ოთხი დრო“. დასწრება თავისუფალია.

    24 სექტემბერს თბილისში ჩატარდა პროფესიონალური ტურნირი M-1 -ში, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირში მონაწილეობდა პანკისელი ასლან გორგიშვილი, რომელმაც 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამრაუნდიანი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ გიორგი ლელაშვილი დაამარცხა.

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მასობრივი გადაწვის ფაქტის შესწავლა ენერგოომბუდსმენმა დაიწყო. როგორც სალომე ვარდიაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს განუცხადა, „კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან“ იმ დოკუმენტებს გამოითხოვს, სადაც კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს.

    კავკასიური კონფლიქტების კორესპონდენტი, მწერალი და ჟურნალისტი თომას გოლცი საქართველოს მწერალთა სახლში, 27 სექტემბერს შეხვედრას გამართავს, სადაც ისაუბრებს ჩეჩნეთის 1995 წლის ომის გაშუქების შესახებ და მიმოიხილავს, თუ რა გავლენა აქვს რეგიონალურ კონფლიქტებს საქართველოზე.

    სიახლეები

    საქართველოს პრეზიდენტმა იზა ბექაური ღირსების ორდენით დააჯილდოვა

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და…

    გოგო ყარაჯალიდან, რომელიც თემში წესებს ცვლის

    ყარაჯალა დიდი სოფელია, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 6370 რეგისტრირებული ამომრჩევლით. წელს…

    პროექტის კოორდინატორის ვაკანსია ახმეტის მუნიციპალიტეტში

    ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (CCA) აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]