ახმეტის საკრებულოს დღევანდელ მორიგ სხდომაზე ორი კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ გარსევანიძე 18 ხმით, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი მაგდანა ალხანაშვილი 17 ხმით იქნენ არჩეული.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თამაზ წითელაური თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს. საკრებულოს 6 ოპოზიციონერი წევრის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტი მესამედ ჩავარდა. „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი კოალიციის წევრმა დეპუტატებმა ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ჩეჩნეთის პარლამენტმა განათლების შესახებ კანონში ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს აღმსარებლობის შესაბამისად, სკოლებში ტრადიციული რელიგიური სამოსის და ნივთების ტარების უფლება ექნებათ.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, ავიარეისები ომალოს მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მგზავრებს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიული კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს. ფრენა დილის 9 საათზეა. მგზავრობა უფასოა.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესაქონლეობის კოოპერატივებს გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 8 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.