პანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებენ, გადახედოს სოციალური დახმარების დანიშვნის პოლიტიკას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 24 წლის მუხმად ხანგოშვილი დაიღუპა. ხანგოშვილი სირიაში 2013 წლის 13 სექტემბერს წავიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.
2017 წლის მაისში პანკისის ხეობაში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და დუისის საჯარო სკოლის პედაგოგების შეხვედრაზე მიიღეს.
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების - პანკისის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის და დავით ფირისებიას საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო 16 ნოემბერს დაიწყებს.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელზეც დაახლოებით 286 000 ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა, უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე მსუბუქი ავტომობილით გადასვლაც კი საშიშია. ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ 3 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ მშენებლობის გაჭიანურების გამო დაუსრულებელმა ხიდმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პანკისის ხეობაში ახალი, პილოტური პროექტის განხორციელებას იწყებს. 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები ფიზკურ მომზადებას დავით მარგოშვილის სახელობის კლუბში გაივლიან. ფედერაციის ინფორმაციით, თამაშის ელემენტებით დატვირთული სპორტული აქტივობები ბავშვების ფიზიკურ მომზადებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული.
პანკისის ხეობაში ახალი პროექტის განხორციელება იწყება, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამსახურის მოძიებაში, ან საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებასა და სათემო პროექტების განხორციელებაში.