„გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს, რომ ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს. სტრასბურგის სასამართლო თავშივე იძახის იმას, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ საქმე არაეფექტურად არის გამოძიებული“, - ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი შვილის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს ეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა - პროცედურული ასპექტი (სიცოცხლის უფლება) და 6 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მე-2 მუხლი - არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).
„მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე ვწყვეტ, უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. ამას არ ეკითხები, ბატონო მინისტრო, ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა. იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა ამჟამინდელმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში გამოკითხეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
„დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა. როდემდე ეს გამოძიება? უკვე მეორე წელია, ჩვენც გადავიღალეთ. უსამართლობას არ ვითხოვ, სამართალს ვითხოვ. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, ნებისმიერთან მივალ, გოგაშვილთანაც, გომელაურთანაც. დამანახოს, აი, შენი შვილი დამნაშავეა და არა ტყუილების და მედიის საშუალებით, ჩემს შვილს სახელს რომ უტეხავენ“, - უთხრა პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა ხეობაში მყოფ მინისტრებს.
10 იანვარს ერთი წელი გავიდა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან. 19 წლის ახალგაზრდას 2017 წლის 26 დეკემბერს, შუაღამეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში შუბლი სპეცრაზმმა გაუხვრიტა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში 20 ძირითადი დარღვევა გამოავლინა. ეს ორგანიზაცია იცავს მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს. იურისტების განცხადებით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა სიცოცხლის უფლების სტანდარტების დარღვევით; დარღვეულია მტკიცებულებების მოპოვების წესიც და მოხდა მათი ფაბრიკაცია; საქმის გამოძიება დღემდე ფორმალურად მიმდინარეობს და ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ. EMC-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
26 დეკემბერს ერთი წელი გავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საძინებელ ოთახში, საწოლში, სასიკვდილოდ დაჭრეს.
„ნუ ამოვუწურავთ შვილმკვდარ მამას იმედს, თორემ იმედი როცა ამოიწურება, ჩვენ ვერ გავიგებთ, რას გააკეთებს ასეთი ადამიანი. მთელი სერიოზულობით ვითხოვ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელის და მკვლელობის ხელშემწყობების დასჯას“, - ასე მიმართა პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ ყოფილმა კოორდინატორმა თამაზ ბაღაკაშვილმა ხელისუფლებას, დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად გამართული აქციიდან.
პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა, 19 ივნისს, ხეობაში საპროტესტო აქცია გამართავს. აქცია სოფელ დუისის შესასვლელში, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის შენობასთან გაიმართება.