სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ბორჩაშვილის ოჯახის წევრები სამძიმარს იღებენ.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 35 წლის რუსლან ტოხოსაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. რუსლან ტოხოსაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. პანკისიდან სირიაში ის 2014 წელს წავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
სირიაში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 14 წლის მუხმად ფარეულიძე დაიღუპა. ფარეულიძეების ოჯახი სირიაში 2014 წელს წავიდა, მანამდე ისინი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდნენ. დღეს, დილიდან ბირკიანში ფარეულიძეების სახლში სამძიმარს იღებენ. ახლობლები ბავშვის გარდაცვალებას პაპას უსამძიმრებენ.
სირიაში პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის ადამ (გურამ) გუმაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ გუმაშვილის ოჯახსა და ნათესავებს გარდაცვლილის ცოლმა დღეს, დილით, სირიიდან შეატყობინა. ჯოყოლოში, გუმაშვილის ოჯახში სამძიმარს იღებენ.
სირიაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, 38 წლის თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა. თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. ბათირაშვილების ოჯახში ნათესავები სამძიმრის სათქმელად მიდიან.
საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მუსლიმ ალ-შიშანი, უარყოფს თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის, დაჯგუფება „ჯუნუდ ალ-შამთან“ ერთად, აფრინში, თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულ სპეცოპერაცია „ზეთისხილის რტოში“ მონაწილეობს.
„ახლა, როცა ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დაეცა, სად მიდიან მისი მებრძოლები“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა The Washington Post.
წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მუსლიმ ალ-შიშანი, თურქეთის ხელისუფლების მიერ სირიის ქალაქ აფრინში ქურთების წინააღმდეგ დაწყებულ სპეცოპერაციაში „ზეთისხილის რტო“ მიიღებს მონაწილეობას.
სირიაში, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 1978 წლის 7 დეკემბერს დაბადებული გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა. ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს და სოფელ დუისში სამძიმარს იღებენ. გიორგი მარგოშვილს პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. მისი მეუღლეც სირიაშია.