• ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და იძულებით მათთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 პირი ჰყავს დაკავებული. მათგან 3 პანკისის ხეობის მკვიდრია - 26 წლის ბაქარ ფარეულიძე და ისლამ დუიშვილი, 22 წლის ზელიმხან აჭიშვილი. პატიმრობაში მყოფი მეოთხე პირი 20 წლის ზელიმ ბაკაევია. ახალგაზრდებისთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სწორედ ბრალის შეცვლას ითხოვდნენ, რამდენიმე დღის წინ პანკისში გამართულ აქციაზე, რომელშიც ძირითადად დაკავებულების ახლობლები მონაწილეობდნენ. მათ ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ და თანადგომას დაპირდნენ.

    კატეგორია საზოგადოება

    მისი საარჩევნო პროგრამა საკმაოდ მოცულობითია - გამოკვეთილად ეხება თელავს, მოკლედ მიმოიხილავს ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების 5 პუნქტიან გეგმას. ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ყურძნის მინიმალური ფასის გაზრდა, სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, მდინარეების კალაპოტებისა და ხევების გაწმენდითი სამუშაოები, თელავში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სოფლებში შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. პირობას დებს, რომ კახეთის ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი - გომბორის გვირაბის მშენებლობა განხორციელდება. პანკისის სათემო რადიოს და სამოქალაქო აქტივისტების კითხვებს გიორგი ბოტკოველმა უპასუხა, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.

    კატეგორია პოლიტიკა

    შაბათს, 31 ოქტომბერს, საქართველოში კოვიდ-19-ის პირობებში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, კომისიის წევრებსა და დამკვირვებელს გარკვეული რეგულაციებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა დაცვა მოუწევთ.

    კატეგორია ფოკუსი
    ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 18:46

    საინფორმაციო გამოშვება – 26.10.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    რატომ არ ხვდება „ევროპული საქართველოდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პანკისის ხეობაში მოსახლეობას და რატომ აღარ მართავს ის უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საჯარო შეხვედრებს? რა არის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები, რასაც მთავრობა ეფექტურად ვერ გაუმკლავდა, რატომ არის 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება პრინციპის საკითხი - პანკისის სათემო რადიოს და სამოქალაქო აქტივისტების კითხვებს ზურაბ ჭიაბერაშვილი პასუხობს. 

    კატეგორია პოლიტიკა

    საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში სულ 18 კანდიდატი იყრის კენჭს. აქედან 4 პოლიტიკური ძალა უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩევა, ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიები.

    კატეგორია ფოკუსი

    საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის სათემო რადიო / Radio Way-ს და მისი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    კატეგორია საზოგადოება
    შაბათი, 05 სექტემბერი 2020 14:17

    Special Statement of Pankisi Community Radio

    Pankisi Community Radio has learned that another protest action against the radio and its founders will be held today in the Pankisi Gorge. The action is organized by the Roddy Scott Foundation and several radical groups, with the support of some Salafi community leaders, local government officials and employees of the State Security Service.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის სათემო რადიოსთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს, 5 სექტემბერს, შუადღეს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება. აქცია ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.

    კატეგორია საზოგადოება

    „ინტერნიუს საქართველოსთან“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ცენტრთან პარტნიორობით, პანკისის სათემო რადიო WAY, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გადაცემებს ქართულთან ერთად, ჩეჩნური ენის ქისტურ დიალექტზეც მოამზადებს.

    კატეგორია საზოგადოება
    გვერდი 4 - 4 დან

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]