17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნების პროცესს არ აკვირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI), რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციას კი შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლები ჰყავს.
მეათე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. დილის 8 საათიდან კენჭისყრისთვის 154 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან 5 – პანკისის ხეობაში.
უკვე ორი კვირაა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში ირაკლი ქადაგიშვილი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს და მათ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. რადიკალურად განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გიორგი ბოტკოველის პოზიცია, რომელიც მეორე ტურში არ მონაწილეობს.
მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში – 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი, რომელსაც პირველ ტურში, ცესკოს მონაცემებით, 35 645-მა (40.43%) ამომრჩეველმა მისცა ხმა, პროტესტის ნიშნად მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 154 საარჩევნო უბნიდან ყველა დაითვალა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26 % მიიღო (41 662 ხმა), გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი 40.43 % (35 645 ხმა). ამ მონაცემებით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.